აქტივობათა რუკა > დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა ანაკლიაში

line2

ორგანიზაციის სახელი

სფერო

გეოგრაფია


დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა ანაკლიაში

ა/წ 2–3 აგვისტოს, ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა.

 

აღნიშნულ შეხვედრას, როგორც ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე დონორები დაესწრნენ.

 

სამუშაო შეხვედრამ საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში ჩაიარა და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

 

ქსელის წევრებმა განიხილეს კონკრეტული დეტალები, თუ რის მიხედვით დაიგეგმება ქსელის აქტივიბები მომავალ წელს, რა იქნება პრიორიტეტული და აქტუალური.

 

ქსელის წევრებმა დასახეს სტრატეგიული მიმართულებები, რითაც ქსელმა უახლოესი 3 წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელოს. აღნიშნული მიმართულებები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო აქტივობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა და ადვოკატირება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების უზრუნველყოფა და მრავალი სხვა.

 

სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, ქსელი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ჯგუფებში გადანაწილდნენ, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებლები. შეხვედრის ფარგლებში სულ 7 ჯგუფი შეიქმნა: ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარება, საარჩევნო გარემო, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა და ახალგაზრდობა და მოხალისეობა.

 

შენიშვნა: „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფასილიტატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. პროექტი მხარდაჭერილია „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ფოტო გალერეა

line3 picture5 line3 fax_qveda fax_qveda fax_qveda fax_qveda

ვიდეოტრენინგი როგორ დავწეროთ კარგი საპროექტო განაცხადი