ვებ გვერდის შესახებ
სამოქალაქო საზოგადოების პორტალის (CSO.GE) საშუალებით ჩვენ 2011 წლიდან ვაწვდით ინფორმაციას, როგორც არამომგებიან იურიდიულ პირებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობით დაინტერესებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფსა და მოქალაქეებს. ერთი სივრცეში პორტალის ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების სიახლეების, განცხადებებისა და კონკურსების, ანონსების, კვლევებისა და ანგარიშების, ტრენინგებისა და კონფერენციების შესახებ. ასევე, აქვეა განთავსებული არამომგებიანი ორგანიზაციების, ექსპერტების, პროექტებისა და პლატფორმების საინფორმაციო ბაზები, მრავალმხრივი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის შესახებ და თემატური გამოკითხვები. პორტალის მნიშვნელოვანი სეგმენტია ეთიკის ველი, სადაც განთავსებულია არამომგებიანი ორგანიზაციების გამჭვირვალობის ელექტრონული პლათფორმა.
ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და არამომგებიანი ორგანიზაციების ინფორმირებისა და კონსულტირების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
თქვენი უკუგება დაგვეხმარება, რომ კვლავაც გავაუმჯობესოთ პორტალის ფუნქციონირება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1
ტელეფონი: (+995 341) 258822
მობილური: (+995 599) 512215
ფაქსი: (+995 341) 258822
ელ.ფოსტა: contact@cso.ge