კოალიციური პროექტი #5 – „ჯანმრთელობის უფლება“

01 აპრილი 2014

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ R-CSN ფარგლებში შექმნილი ჯგუფის, „ჯანდაცვა და სოციალური საკითხები“ წევრმა ხუთმა რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის: საზოგადოება „ბილიკი“, „ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბი“, „დუშეთის განვითარების ფონდი“ და სთეფ ფორვარდი, შეიმუშავა კოალიციური პროექტი „ჯანმრთელობის უფლება“

 

აღნიშნული კოალიციური პროექტი დააფინანსა აშშ საერთაშორისო გავნითარების სააგენროს (USAID), აღმოსავლეთ– დასავლეთის მართვის ინსტიტუტის – G-PAC–ის პროგრამამ.

 

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები: ასოციაცია „ბილიკი“, „ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბი“, „დუშეის განვითარების ფონდი“ და სთეფ ფორვარდი.

 

პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი–ივნისი, 2014 წელი.

 

პროექტის გეოგრაფიული არეალი: შიდა ქართლი, დუშეთი, იმერეთი და აჭარა.

 

პროექტის მიზანი: შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისათვის საქართველოს ოთხ რეგიონში: შიდა ქართლი, დუშეთი, იმერეთი და აჭარა.

 

შენიშვნა: „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფასილიტატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. პროექტი მხარდაჭერილია „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

ქსელის ფარგლებში სულ შვიდი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, როგორებიცაა: ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარება, საარჩევნო გარემო, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა და ახალგაზრდობა და მოხალისეობა.

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge