პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“

24 მარტი 2017

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“ დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ განხორციელება.

პროექტის ბენეფიციარები არიან ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას და რეაბილიტაციას, რათა მათ პროფესიონალთა დახმარებით შეძლონ ოჯახში ძალადობით და სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმის დაძლევა. პროექტის ბენეფიციარები ასევე არიან მშობლები, რომელთაც ჭირდებათ გაძლიერება შვილების მხარდასაჭერად და მათი უფლებების დასაცავად.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში რომლებიც მოემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს. ცენტრები ასევე მოახდენენ რისკის ჯგუფების იდენტიფიცირებას და ძალადობის პირველად და მეორეულ პრევენციას. ბავშვებს და ახალგაზრდებს, თავიანთი პრობლემების გასააზრებლად, შეეძლებათ დარეკონ ბავშვთა დახმარების ხაზზე 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი ასევე მოემსახურება მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმერი ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების, გადაწყვეტილების მიმღები და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ცოდნით აღჭურვა, რომ მათ დაიცვან და მხარდაჭერა აღმოუჩინონ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და შესაბამისად მოახდინონ ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრევენცია.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ოჯახში ბავშვზე ძალადობის და სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული არაერთი ღონისძიება.

პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციებია: რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge