მენიუ
„სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“

პროექტის მიზანი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობა და მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
სამიზნე ჯგუფები და განხორციელების ადგილები
პროექტის ძირითადი საქმიანობები განხორციელდება თბილისში, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სმენადაქევითებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი, სამოქალაქო საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.
პროექტის მიზნები
- სახელმწიფო პროგრამების/კანონმდებლობის ცვლილება, რათა მოხდეს ბავშვებში სმენის დაქვეითების ადრეული გამოვლენა და მათი სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- ახლაშობილთა სკრინინგზე აჭარის რეგიონის წარმატებული გამოცდილების დანერგვა იმერეთსა და სამეგრელოში.
- სმენადაქვეითებული ბავშვების, მშობლებისა და ჯანდაცვის/რეაბილიტაციის სპეციალისტების ტექნიკური, მენეჯერული და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადვოკატირების კამპანიების ეფექტურად განსახორციელებლად.
ძირითადი აქტივობები
- პროექტის საწყისი და საბოლოო კვლევის განხორციელება, რათა განისაზღვროს სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობა, შემუშავდეს ინდიკატორები, სამიზნე რეგიონებში შეიქმნას სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეესტრი და მოხდეს პროექტის შედეგების შეფასება.
- წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მთავრობისათვის რეკომენდაციების მომზადება.
- პროექტის მიმდინარეობის გასაცნობად და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე პრეზენტაციების, სადისკუსიო შეხვედრებისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება.
- ახალშობილთა სმენის სკრინინგის დანერგვა ორ რეგიონში (იმერეთი და სამეგრელო).
- ტრენინგების ჩატარება მშობლების, რეაბილიტაციის სპეციალისტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის.
- მშობელთა ჩართვა პროგრამის განრხორციელებასა და ადვოკატირების კამპანიაში.
- საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით საზაფხულო სკოლის მოწყობა ბავშვების, მშობლებისა და მეტყველების სპეციალისტებისთვის.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (პრეზენტაციები, პუბლიკაციები, საგაზეთო სტატიები, სოციალური ვიდეოები, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები).
- ქვეყნის ყველა რეგიონში ბავშვების მასობრივი სკრინინგი სმენაზე.
- საქართველოს ყველა რეგიონში მცირე საგრანტო კონკურსი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშობელთა ჯგუფებისათვის, რომლის მიზანია საზოგადოების მობილიზება სმენადაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებულ სოციალურ/ჯანდაცვის საკითხებზე.
პროექტს საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ველფეარ ფაუნდეიშენი“, „სთეფ ფორვარდი“, „თაირისი“ და „თანაზიარი“
კომენტარი