ახალგაზრდებმა კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს

19 ივნისი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალგაზრდებმა კონფლიქტების დარეგულირების გზები და მეთოდები განიხილეს.

15-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები სიმულაციური თამაშებით ცდილობდნენ კონფლიქტების არსში გარკვევას და მათი გადაჭრის შესაძლებლობების ძიებას. 
სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე კონფლიქტის საფუძვლებს განიხილავდნენ და მხარეებს შორისკონსესუსის მიღწევის მეთოდებზე მსჯელობდნენ. საინფორმაციო სახის შეხვედრას ,,ქართლოსის" ოფისში,ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ერთი-ერთი წარმომადგენლის ილონაღოღაძის თქმით შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 


„ჩვენ ვისაუბრეთ მედიცინაზე, როგორ შეიძლება კონფლიქტის გადასაჭრელად ამ მეთოდის გამოყენება. ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სიმულაციური თამაშებით,სადაც თავად უწევდათ როლების მორგება და არგუმენტების დასაბუთება ამა თუ იმ მხარის პოზიციის გასამყარებლად", - ამბობს ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენელი ილონა ღოღაძე.


შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებმა სხვადასხვა სიმულაციური თამაში შეასრულეს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება მედიატორის საშუალებით. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, მსგავსი სახის ტრენინგები თემში მცხოვრები ახალგაზრდების მეტად ინფორმირებისთვის ხშირად უნდა იმართებოდეს. 


„ ჩემი აზრით ასეთი აქტივობები ხშირად უნდა იმართებოდეს, სამწუხაროდ ჩვენს თემში ასეთი თემების განხილვაში ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი, ამის მიზეზი არის, ის რომ სოფლებში მსგავსი სახის შეხვედრები იშვიათად, ან საერთოდ არ ტარდება.“ 


„ ძალიან მომეწონა ამ თამაშებში ჩართვა, ჩემი დავალება იყო, რომ ორი დაპირისპირებული მხარე შემერიგებინა და ის მეთოდები, რომლებიც აქ განვიხილეთ, ვფიქრობ სკოლაშიც გამოვიყენებ და თანატოლებს კონფლიქტის მოგვარებაში დამეხმარება.“ - გვითხრეს ახალგაზრდებმა


აღნიშნული შეხვედრა პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ორგანიზატორთა განმარტებით, აგვისტოს ბოლომდე პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

 

წყარო: http://www.radiomosaic.ge

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge