ჭიათურელთა კავშირი - ანგარიში მოსახლეობას (იმერვიზია)

16 მარტი 2018

ასოციაცია ,, ჭიათურელთა კავშირმა", ტრადიციულად, წლიური ანგარიში ჩააბარა ჭიათურის მოსახლეობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი სულხან მახათაძე, დეპუტატის ბიუროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სტუდენტური კავშირისა და ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს აქტივისტები, ექიმები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED), განათლებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს ,, ჭიათურელთა კავშირმა" წლის ჭიათურელის აღიარებითი სიგელით დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პიროვნებები: ექიმი- ინფექციონისტი ქალბატონი მარინა ცუხიშვილი, ჭიათურის თეატრის დირექტორი ქალბატონი ნანა წერეთელი და მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორი ქალბატონი დაგმარა წერეთელი. პროექტი ,, ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში ჭიათურის მუნიციპალიტეტში'' ხორციელდება ასოციაცია ,, ჭიათურელთა კავშირი"-ს მიერ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF/SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

 

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=-U8T-A-LvHU&feature=share 

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge