'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს

08 აპრილი 2015

დღეს, 8 აპრილს, ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა, „მწვანე სახლი ახალციხის ფილიალი“ და ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შშმპ სარეაბილიტაციო ცენტრი "ერთობა" საჩუქრად წიგნებს მიიღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ მათთვის წიგნები „პალიტრა მედიის“ აქციის ფარგლებში შეიძინა. ორგანიზაციამ სამცხე–ჯავახეთში ერთ ტონაზე მეტი მაკულატურა მოაგროვა და ათასი ლარის ფარგლებში თბილისიდან დაახლოებით 100 წიგნი ჩამოიტანა.

„ადრე აქცია გვქონდა მეშვიდე საჯარო სკოლაში და გვთხოვეს თუ საშუალება იქნებოდა ბავშვებისთვის ხმოვანი წიგნები გადაგვეცა, ეს თხოვნა გავითვალისწინეთ და მათთვის ხმოვანი წიგნები წამოვიღეთ“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე და ამატებს, რომ თითქმის ყველა ჟანრის წიგნია, მათ შორის მსოფლიო ლიტერატურიდანაც.

"დემოკრატ მესხთა კავშირი" აქტიური მონაწილეობისთვის წიგნებს საჩუქრად ბორჯომის საგანმანართლებლო რესურსცენტრსაც გადასცემს.

წყარო: http://sknews.ge/index.php?newsid=5263

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge