მენიუ
დისკუსია ეკომიგრანტების შესახებ

ავტორები: დიანა თურმანიძე, ზვიად დარჩიძე,
ეკომიგრაციის პროცესის რეგულირება, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები-აღნიშნულ საკითხებზე დღეს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ფილიალის წარმომადგენლებმა აჭარის მაშტაბით ეკომიგრანტების დასახმარებლად გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა დადებითად შეაფასეს შვეიცარიის ფონდის მიერ აშენებული სამი სოციალური სახლი. რაც შეეხება თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლს, წარმომადგენლები თვლიან, რომ ეკომიგრანტებს გარკვეული ტიპის პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ. დისკუსია "დემოკრატიის ინსტიტუტისა" და სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა.
კომენტარი