გარემოს დაცვის მიმართულებით თელავში ახალი პროექტი დაიწყო

05 სექტემბერი 2016

2016 წლის 5 სექტემბრიდან თელავში ახალი პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობა ჯანსაღი გარემოსთვის“ დაიწყო.

როგორც knews.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლოლაძემ განუცხადა, პროექტის მიზანს წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტის ფარგლებში „რეგიონის განვითარების ცენტრი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიას წარმართავს თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში: რუისპირში, ვარდისუბანში, აკურაში, ვანთაში, კურდღელაურში, ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსა და ლაფანყურში. 

"სოფლებში შეხვედრები დავიწყეთ დღეიდან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა, რათა მოსახლეობასა და, გასაკუთრებით, ახალგაზრდებს მიავწოდოთ ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიერ გარემოს დაბინძურების რისკების შესახებ და ასევე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების საკითხებზე", - განაცხადა ნინო ლოლაძემ.
პროექტი ხორციელდება „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით და დასრულდება 2016 წლის დეკემბერში.

წყარო: http://www.knews.ge/

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge