მენიუ
მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
2014 წლის 28 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის გამარჯვებულად შემდეგი ჟურნალისტები დასახელდნენ: I ადგილი – თამარ კვინიკაძე - მედიასაშუალება – ჟურნალი ,,გზა“, II ადგილი (2 ჟურნალისტი)– ოლიკო ცისკარიშვილი –„iReporter“, "Eko Fact", თამთა კაკაურიძე – „გურია ნიუსი“ , III ადგილზე კი ასევე 2 ჟურნალისტი გავიდა: თინათინ ოსმანოვა – „რეზონანსი“ და ქრისტინე ქარჩხაძე – news.ge; TV “Mega”.
მედიატური, 1 -2 და 6–7–8 მაისის განმავლობაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 20–მდე ჟურნალისტმა მიიღო.
ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ გაცნობოდნენ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოეკითხათ რესპოდენტები.
მედიატურის შედეგად 70–მდე მასალა მოამზადა (იხ. ბმული: http://bit.ly/1jC33Jo ), საუკეთესო 5 ნამუშევრის ავტორი კი ფულადი პრემიით და სიგელით დაჯილდოვდა. (I ადგილი – 800 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 250 ლარი).
შენიშვნა: მედიატური დაიგეგმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭრით.
კომენტარი