„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ზუგდიდში საჯაროდ განიხილეს

14 სექტემბერი 2016

სანაგვე ურნების განთავსება და ნარჩენებისგან დასუფთავება, სასმელი წყლის კაპიტალური ავზის მოწყობა, გარეგანათების მონტაჟი და ზუგდიდის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობა, - ეს საკითხები არასამთავრობო ორგაიზაციათა კოალიციამ პეტიციის სახით უკვე მოამზადა და ხელმოწერების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს.

პეტიციის საკითხების პრეზენტაციაზე, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ განაცხადა რომ, საკითხების მოგვარება ეტაპობრივად არის შესაძლებელი.

პროექტი „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმართველობაში“ დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეირჩა ორი სამიზნე ქალაქი: ზუგდიდი და ფოთი და 7 მუნიციპალიტეტი: აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ და მესტია.

პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. მას ახორცილებს არასამთვარობო ორგანიზაციათა კოალიცია: ასოციაცია „ათინათი“, „დემოკრატიული ინსტიტუტი,“ საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახლაგაზრდული რესურსცენტრი. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტო (USAID).

წყარო: http://www.livepress.ge/

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge