რეკომენდაციები პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის

30 სექტემბერი 2017

კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად დასრულდა.

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, კამპანია 10 რეგიონში ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონის განვითარების ცენტრმა“ კახეთში 100-ზე მეტი ქალბატონი გამოკითხა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლოლაძის განცხადებით, პროგრამას მხარს უჭერს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალი ამომრჩევლის პრიორიტეტების გამოვლენა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიცოდეთ, ქალებს რა პრობლემები აწუხებთ. ვთვლით, რომ ქალის ხმა უნდა ისმოდეს და ჩანდეს მათი პრიორიტეტები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კახეთის რეგიონში და 100–ზე მეტი, ქვეყნის მასშტაბით კი 1000–ზე მეტი ქალი გამოვკითხეთ“, – განაცხადა knews.ge-ს ნინო ლოლაძემ.

ლოლაძე აღნიშნავს, რომ ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად ორგანიზაციამ სპეციალური კითხვარი შეიმუშავა.

,,დღეს დასრულდა გამოკითხვა. ახლა უკვე მიმდინარეობს კითხვარების დამუშავების ეტაპი. კითხვარი მოიცავს რამდენიმე ძირითად ასპექტს, პრობლემების გამოვლენა კი, ხდება როგითობის მიხედვით. ჩამოთვლილია საჭიროებები, რომლებსაც პრიორიტეტები უნდა მიენიჭოს. ოქტომბერში უკვე გამოვლენილი პრიორიტეტების საფუძველზე მომზადდება დოკუმენტი, რომელიც დაეგზავნება ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს იქნება ერთგვარი წინადადების შეთავაზება პარტიებისთვის“, – ამბობს ლოლაძე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემდგომ ეტაპზე იგეგმება მონიტორინგი, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იხელმძღვანელებს შეთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით.

,,ქალთა პრიორიტეტების ასახვასა და შემდგომ მის დანერგვას გავუწევთ მონიტორინგს. დავაკვირდებით, რომელმა პარტიამ ასახა თავის საარჩევნო პროგრამაში, ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობა თუ იხელძღვანელებს აღნიშნული რეკომენდაციებით. ძალიან საინტერესოა ზოგადად გამოკითხვის შედეგები. ზუსტი წინასწარი შედეგები ამ ეტაპზე, არ ვიცით, მაგრამ თავად პროცესი მიმდინარეობდა საინტერესოდ. ქალებისთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში იხილონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა“, – განმარტავს ნინო ლოლაძე.

 

წყარო: http://www.knews.ge

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge