"სამუშაოების 30%-ც არაა დასრულებული"

22 აგვისტო 2018

"ევროპა ჩვენი სახლიამ" თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროცესი გააპროტესტა. მათი თქმით, სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს. პროცესის გაჭიანურება მოსახლეობის დაცინვად მიაჩნიათ.

"22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო ხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოების 30%- იც არაა დასრულებული. მანამდე ორჯერ ჩავარდა ტენდერი. ძალიან ბევრი კითხვაა. ასეთი ქაოტური ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ როგორაა ხელისუფლების საქმე და სიტყვა ერთმანეთს აცილებული. პრობლემას ზერელედ უყურებენ. რითაც ისევ და ისევ მოსახლეობა ზარალდება. ჩვენ ვიხდით გადასახადებს. ამ პროექტთან დაკავშირებით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია საზოგადოებასთან შეთანხმება. ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის ახირება" -, განმარტავს გია გოქაძე, "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხელოვანებიც.

ერთ-ერთი ჩვენი თვალსაჩინო ისტორიული ძეგლი ასეთ მდგომარეობაშია. ესაა ჩვენი დაცინვა. რა კომპანია აკეთებს ასეთ სამუშაოებს, რა თანამედროვე ტექნიკაა ლოკალიზებული, ეს ყველაფერი კრიტიკას ვერ უძლებს" -, განაცხადა მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

 

წყარო: http://www.imereti.news

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge