საქველმოქმედო აქცია გორში

07 ოქტომბერი 2015

საერთაშორისო ასოციაციის "საქართველოს ქალების მშვიდობისა და სიცოცხლისთვი" წევრები - თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან ხაბურზანია ეწვივნენ ქ. გორის შშმპ-თვის ინვალიდთა ეტლების დასარიგებლად.

მათ შესახებ მონაცემები ასოციაციას გადასცა გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის წევრმა, გორის მუნციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურის სპეციალისტმა ზვიად ზვიადაძემ და "გორის კეთილდღეობის და განვითარების" ცენტრის თავმჯდომარემ თინა ბრეგვაძემ. ასოციაციამ სულ გადასცა 41 ეტლი, (6 - სტანდარტული, 35 - აქტიური) გორში მცხოვრებ 3 შშმპ-ს ადგილზე მიუტანეს ეტლები.

გადაცემას ესწრებოდნენ: ასოციაციის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კობერიძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის რ-ნის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიხრაძე, ქალაქ გორის ადმინისტრაციის ხელმღვანელი ლია ჩლაჩიძე, ზვიად ზვიადაძე,თინა ბრეგვაძე, გორის მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები.

ქალაქ გორის მერმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვნელებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ასოციაციას გაწეული დახმარებისათვის. მათ აღნიშნეს, რომ წინა წლებშიც რეგიონმა ორგანიზაციისგან დიდი რაოდენობით მიიღო ეტლები. ასოციაციამ სამი წლის განმავლობაში 70000 ლარის ღირებულების ეტლები გადასცა ქვემო ქართლის რეგიონს.

წყარო: http://reportiori.ge/old/?menuid=42&id=75594

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge