ტაქსების სიმრავლე და გაუმართავი ინფრასტრუქტურა ქალაქში

30 მაისი 2016

ავტორები: თამარ კიკნაძე, მალხაზ ხუნდაძე, რამაზ ფანცულაია

ბათუმში ყოველდღიურად მოძრავ უამრავ ავტომობილს შორის 1200-მდე ტაქსია. მათი რაოდენობა ზაფხულის სეზონზე თითქმის ორმაგდება. ივლისსა და აგვისტოში, ზღვისპირა ქალაქში, დამსვენებლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მძღოლები საკუთარი მანქანებით ჩამოდიან და შემოსავალს ეძებენ. გადატვირთულ ქალაქში ავტოსადგომების სიმცირის ფონზე, ტაქსების გაზრდილი რაოდენობა მოძრაობას კიდევ უფრო აფერხებს. ადგილები არც იმ სპეციალურ სადგომებზე რჩება, რომლებიც საკრებულომ სპეციალურად ტაქსებისთვის გამოყო.

ეს ტაქსის მძღოლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ერთადერთი პრობლემა არ არის.

ვიდრე ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ტაქსის პარკირების წესს ბათუმის მერიის აიპი - სატრანსპორტო ინფრაქსტრუქტურის მართვის სააგენტო აკონტროლებს. აქ იმ პრობლემებს განმარტავენ, რის გამოც ქალაქში წესრიგის დამყარება უჭირთ.

როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას მერია, არსებობს თუ არა სტრატეგია ან გეგმა - მერიაში პასუხი არ აქვთ. თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობას რეკომენრდაციებს, უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტი“ აძლევს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ტიტე აროშიძე მერიას ურჩევს, ტაქსისტებისთვის ლიცენზირების წესი შემოიღოს.

საცობებთან ერთად, მოჭარბებული ავტომანქანები გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებსას ქმნის. მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ თუ პოლიტიკა არ გამკაცრდება, მერების შეთანხმების ფარგლებში დადებული პირობა - 2020 წლისთვის 20%-ით შემცირდეს CO2-ის გამოყოფა, ვერ შესრულდება.

წყარო: http://tv25.ge/?page=news&news_id=21325#.V8lCPfl97IU

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge