ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში?

22 ივლისი 2016

ავტორები: დიანა თურმანიძე, მალხაზ ხუნდაძე, მირზა ციმნარიძე

2014 წლის სექტემბრის სტიქიური მოვლენებიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა, ბერიძეების ექვს წევრიანი ოჯახი კი კვლავ მუნიციპალიტეტის ხარჯზე ცხოვრობს. ბერიძეების მსგავსად სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ კიდევ ათ ოჯახს ბინის ქირას დღემდე გამგეობა უხდის.

არის თუ არა პრიორიტეტი ამ 11 ოჯახის კაპრეშუმში მშენებარე სოციალურ სახლში შესახლება ამ დროისთვის გაურკვეველია. მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების მდგომარეობას რამდენიმე თვეა ადგილზე შექმნილი კომისია სწავლობს. სწორედ ამ კომისიამ უნდა განსაზღვროს ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში, სადაც 50 ეკომიგრანტი უნდა შესახლდეს. კომისიის სხდომებს აქტიურად აკვირდება და რეკომენდაციებს გასცემს დემოკრატიის ინსტიტუტი.

მესამე სექტორისთვის ჯერჯერობით გაუგებარია რატომ არ მოხდა თერთმეტივე ოჯახი იმ სიაში, რომელიც პირველ ეტაპზე ბინით უნდა უზრუნველყონ. ოჯახები დღემდე ქირით ცხოვრობენ, თუმცა გადანაწილდებიან თუ არა ისინი მუნიციპალიტეტის სოციალურ კორპუსებში ჯერჯერობით გაურკვეველია.

კომისიის წევრების სხდომის მიმართ დამოკიდებულება და მუშაობის სპეციფიკა მიუღებელია დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისთვისაც.

რამაზ ჯინჭარაძე აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრია, ამბობს რომ სხდომებს შეძლებისდაგვარად ესწრება. რაც შეეხება კომისიის მუშაობის სპეციფიკას და პრიორიტეტებს, ჯინჭარაძის განცხადებით, იგი საკითხებს თანმიმდევრულად სწავლობს.

კომისიის მუშაობა რამდენიმეჯერ გააკრიტიკა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს თავმჯდომარემ. თუმცა მიზეზებზე დღეს ჯუბმერ ბერიძემ კომენატრი არ გააკეთა.

წყარო: http://tv25.ge/?page=news&news_id=22215#.V8k8Dfl97IU

https://www.youtube.com/watch?v=sie3u9F4LEE

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge