ზუგდიდელი ახალგაზრდები კინოთეატრის მოსაწყობად მერიისგან შენობის გადაცემას ითხოვენ

12 ოქტომბერი 2018

ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მერიას კინოთეატრის მოსაწყობად შენობის გამოყოფას თხოვენ.  20-მდე სკოლის მოსწავლემ შესაბამისი ბიზნეს გეგმა საკრებულოს თავმჯდომარეს, წევრებსა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინეს. ახალგაზრდებს იდეის განსახორციელებლად ყველა ხარჯი, მათ შორის, ბილეთის, სავარაუდო, ფასიც აქვთ განსაზღვრული.

„ამ პროექტის მომზადებაში 20 მოსწავლე ვიყავით ჩართული. ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად დაგვჭირდა რვა თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გამოვკითხეთ საზოგადოება. რესპოდენტების დიდ ნაწილს სწორედ კინოთეატრის მოწყობა სურდათ. ჩვენ ასევე გათვლილი გვაქვს ბილეთის ფასები, რომელიც იქნება, სავარაუდოდ 5-დან 7 ლარამდე“, - თქვა სალომე კვაშილავა.

საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების იდეა მოიწონეს და მზაობა გამოთქვეს, რომ მათ ფართის მოძიებაში დაეხმარებიან.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ახალგაზრდებმა. ეს იყო ანალიზზე დაფუძნებული პრეზენტაცია, რეალურ საჭიროებაზე. მე პირადად, როგორც მოქალაქე და საკრებულოს წევრი ვეთანხმები, რომ ზუგდიდში უნდა იყოს კინოთეატრი. ჩვენ მათ გავიზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა ლოკაციაზე შეიძლება კინოთეატრის დაფუძნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალგაზრდების მიერ წამოყენებულ საკითხს მერია მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვეტს“, - საკრებულოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ.

აღნიშნული ბიზნესგეგმა არასამთავრებო ორგანიზაცია „საუნჯეს“ და მშვიდობის კორპუსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადდა, სადაც აღნიშნულმა ბავშვებმა ტერნინგ-კურსები სოციალური მეწარმეობასა და ბიზნესის შესახებ გაიარეს.

„ორგანიზაცია საუნჯემ მშვიდობის კორპუსთან ერთად განახორციელა პროექტი სოციალური მეწარმეობის განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდის ცხრა სკოლიდან შეირჩა ბავშვები, რომელბმაც გაიარეს ტრენინგ-კურსები. ძირითადი თემა იყო სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის. გამოავლინეს ძირითადი საკითხები , რომელიც მნიშვნელოვანი იყო ახალაგაზრდების განვითარებისთვის. როგორც გაირკვა კინოთეატრის იდეა იყო ძალიან საინტერესო   და სწორედ ამ მიმართულებით განახორციელეს ბიზნეს გეგმა. მერიისგან არის მზაობა, რომ ისინი ახალგაზრდებს დაეხმარებიან კინოთეატრის ადგილის განსაზღვრაში. ამ პროექტს ახალგაზრდები არიან ჩართულები, ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კვლევა და ბიზნეს გეგმა თავად შეადგინეს“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარი შონიამ.

ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდში ერთ-ერთი კულტურული ცენტრი უახლოეს მომავალში მოეწყობა და ის ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად მოგებას მოუტანს მათ ბიზნესს.




 
წყარო: http://www.radioatinati.ge/

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge