აგრო და კულტურული ტური ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის

15 ოქტომბერი 2018

პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, ,#სიდა-მ გამართა კულტურული და აგრო ტური კახეთში. 12-13 ოქტომბერს საქართველოს ესტუმრა აზერბაიჯანული დელეგაცია, რომელიც გაეცნო მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ საწარმოებს, შეხვდა ადგილობრივ მეწარმეებს და მათთან ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ტურის მიზანი იყო საქართველოსა (კახეთი, ქვემო ქართლი) და აზერბაიჯანის (გაზახი, განჯა) მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეების, სამოქალაქო სექტორისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება სოციალური და კულტურული ინტერაქციის გზით.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

წყარო: Civil Development Agency (CiDA)

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge