გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა

17 სექტემბერი 2018

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის შენობაში საზეიმოდ დაიხურა. სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთსო სპიკერი, საუკეთსო დელეგაცია.

დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.

გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან იყო.cc
პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს მოლაპარაკებისა და
საჯარო გამოსვლების უნარები; გაიღრმავეს ლიდერული თვისებები; ახლოს გაეცნენ გაეროს
მუშაობის პრინციპებს; მიიღეს მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიცნეს და დაუახლოვდნენ თანატოლებს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული სხვადასხვა ქალაქიდან.

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია განხორციელდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით. 

წყარო: LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge