კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" გორში

21 სექტემბერი 2018

17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, ასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს გამართავენ, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კამპანიის პარტნიორები არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების და განათლების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების მიმართ, ავტომანქანების დროული ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის წარმოჩენა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კვირეულს გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრიც შეუერთდა და ცენტრის მოხალისეებმა მოსახლეობაში გაავრცელეს დაბეჭდილი საინფორმაციო კრებული.

ღონისძიებას "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] მოხალისეები შეუერთდნენ, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი" . სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

წყარო: გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge