კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს აიღებს

14 სექტემბერი 2018

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ახალ მზიურში“ (მის: მზიური, ჭავჭავაძის ქ. #23) საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“   პრეზენტაცია გაიმართება. კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში  მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.

კვირეული სტარტს 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღებს და  10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. დამზადდება და რეგიონებში გავრცელდება საინფორმაციო ბეჭდური მასალები.

სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.

შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თაკო ვარამაშვილი, „ჯეპრა“ - 579 421888; t.varamashvili@gepra.ge

მაია ტაკაშვილი, „ჯეპრა“ - 577 244085; m.takashvili@gepra.ge

ეთუნა ცოტნიაშვილი, ,,სიდა“ – 599 512215; pr@cida.ge

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge