საქართველოს ახალგაზრდთა დიპლომატთა კლუბი (YDCG)

12 ივლისი 2016
რეგიონი:თბილისი

საქართველოს ახალგაზრდთა დიპლომატთა კლუბი (YDCG) დაფუძნდა 2012 წელს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას, ახალგაზრდა დიპლომატთათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს გააღრმავონ თავიანთი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ.

ახალგაზრდული ინიციატივების, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზავია ქმნის პლათფორმას აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების ინტენსიური გაზიარებისთვის. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების ორგანიზებას და მათში ახალგაზრდების ინტენსიური ჩართულობის უზრუნველყოფას.

ორგანიზაცია ითვალისწინებს რა, საქართველოს მრავალეთნიკურობას, თავისი საქმიანობით შეეცდება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესს და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვინაიდან ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსა და ამ სფეროში წარმატებულ უცხოურ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თავისი საქმიანობის ფარგლებში მიზნად ისახავს ითანამშრომლოს და ერთობლივი პროექტები განახორციელოს მსგავსი პროფილის მქონე ორგანიზაციებთან მთელს მსოფლიოში.

ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი სეზონის განმავლობაში ორჯერ აცხადებს ახალი წევრების მიღებას შემოდგომაზე და გაზაფხულზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ახალი წევრების მიღების გამოცხადებისას კი ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით თქვენ. 

კლუბის წლიური საწევრო გადასახადი არის –  30 ლარი 

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge