ორგანიზაციული განვითარების თვითშეფასების ინსტრუმენტი
თვითშეფასების ინსტრუმენტი შექმნილია იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობის შეფასების გზით დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას შემდგომ განვითარებაში. ორგანიზაციული განვითარების თვითშეფასების ინსტრუმენტი დაგეხმარებათ უფრო ნათლად დაინახოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები, ზრდის შესაძლებლობები და ეფექტურად დაგეგმოთ მომავალი სამოქმედო გეგმა.
კითხვარის გამოყენების ინსტრუქცია:
- 1. შეავსეთ კომპანიის მონაცემები
- 2. შეავსეთ ყოველი გვერდი და გადადით შემდეგზე
- 3. ყურადღებით წაიკითხეთ ყოველი კრიტერიუმი და მაქსიმალურად ობიექტურები იყავით შეფასებაში
- 4. თითოეულ კომპონენტში, ირჩევთ შესაბამის მნიშნვნელობას.
- 5. კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიეთ ქულა და შეავსეთ ქულების ნაწილი: NA (Not Applicable) - მიუთითებს, რომ ასეთი შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს ორგანიზაციაში (საწყისი ეტაპი) - მიუთითებს, რომ კრიტერიუმი არ არსებობს ან ჩანასახოვანი სახითაა ორგანიზაციაში (1 ქულა) (შეზღუდული შესაძლებლობა) - მიუთითებს, რომ კრიტერიუმი საწყის ეტაპზეა განვითარებული (2 ქულა) (მზარდი შესაძლებლობა) - მიუთითებს, რომ კრიტერიუმი საშუალო დონეზეა (3 ქულა) (მძლავრი შესაძლებლობა) - მიუთითებს, რომ კრიტერიუმი მაღალ დონეზეა (4 ქულა)
ორგანიზაციული განვითარების თვითშეფასების ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციებისთვის შეიქმნა. ქსელი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.
თვითშეფასების ინსტრუმენტი მომზადდა სიდას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება” ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS -ის პროგრამა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.




