რეგიონული ქსელის შესახებ

სამოქალაქოსაზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) კონცეპცია

რას წარმადგენს ქსელი?

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანებას.

ვინ არიან ქსელის წევრები?

ქსელი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტიურ მოქალაქეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, ვინც მასში გაერთიანების ნებაყოფილიბითი სურვილი გამოთქვა და გაიზიარა ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომელიც მოცემულ კონცეფციაშია ჩამოყალიბებული.

რას ემსახურება ქსელი?

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის გუნდი ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და მედიას შორის, რათა ქსელმა გამართულად იმუშაოს საკუთარი მისიის ეფექტიანად შესრულების მიზნით.

 

შემიძლია თუ არა ქსელის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ მივიღო განახლებული ინფორმცია ყოველდღიურად?

 

ქსელის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ განახლებული ინფორმციის მიღება ყოველდღიურად შეგიძლიათ www.cso.ge-ზე განთავსებული ფუნქციის - "სიახლეების გამოწერა" მეშვეობით.

 

თქვენ შეგიძლიათ ვებ–გვერდზე, მარჯვენა მაღალ კუთხეში განთავსებულ, სპეციალურად გამოყოფილ ველში ჩაწეროთ თქვენი ელ–ფოსტა, მონიშნოთ ის თემები რაც თქვენთვის საინტერესოა და ყოველი დღის ბოლოს მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას თქვენს მიერ არჩეული თემების შესახებ.

 

ამოცანები:

  • 1. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, როგორც მოსახლეობის საბაზისო საჭიროებების ადვოკატების, როლის გაზრდა;
  • 2. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების საქმიანობისთვის სამუშაო გარემოს შექმნა;
  • 3. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ქსელის განვითარება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერების გზით.

 

რა სარგებელს მიიღებენ ქსელის წევრები?

ქსელის წევრები, თანამშრომლობისა და რესურსების გაზიარების გზით, შემდეგი სახის სარგებელს მიიღებენ:

 

  • წევრების გავლენის გაზრდა ადგილებზე
  • ახალი კონტაქტების დამყარება
  • წევრების პროფესიული განვითარება და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება
  • შედეგიანობის გაუმჯობესება ერთობლივი საქმიანობის გზით
  • რესურსებისა (მათ შორის, ფინანსურის) და შესაძლებლობების გაზრდა
  • შიდა კოალიციების შექმნისა და ინდივიდუალური აქტივობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობა
  • ქსელის წევრების პროექტების წერის, ფინანსური მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დარგში ექსპერტული დახმარება.

რა საქმიანობები იგეგმება?

ძირითადი აქტივობები

 

  • საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული 7 საფეხურიანი სქემის ამუშავება:
  • მიმდინარე რეგიონული მოვლენების მონიტორინგი, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტრული, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის, სხავდასხვა სამთავრობო და საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას.
  • მიმდინარე და დასრულებული საერთაშორისო/სამთავრობო პროექტების რუკის შექმნა, რაც მოემსახურებას რესურსებისა და პრობლემების კავშირის დადგენას.


სხვა აქტივობები

 

  • ქსელის შესაძლებლობების შეფასება. ქსელის არსებული რესურსების დადგენა და წარმოჩენა.
  • ქსელის პოპულარიზაცია. შეხვედრები სხვადასხვა დონის სახელისუფლებო, პოლიტიკურ, საერთაშორისო და სამოქალაქო აქტორებთან. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • ქსელის წევრების კონსულტაცია და მხარდაჭერა.
  • ელექტრონული ქსელის www.cso.ge განახლება და მართვა

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

მობილური: (+995 599) 512215

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge