კომუნიკე

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის კომუნიკე

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, არჩევნების სამართლიანობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სხვა სფეროები, იმ მიმართულებებს წარმომადგენენ, რომელთა დაცვაში, პოპულარიზებასა და განხორციელებაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ლიდერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებული წვილილი შეაქვთ. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონული წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც ემსახურებიან დემოკრატიის მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოს რეგიონებში: თანხმდებიან, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი და სისტემური აქტივობა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის აქტუალური საბაზისო პრობლემების გამოვლენასა და მათ გადაჭრას.

აქედან გამომდინარე:


ითვალისწინებენ რა რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირებული გააქტიურების აუცილებლობას თანხმდებიან, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიმუშავებენ: პრობლემების გამოვლენის, საჭიროებათა ანალიზის, სტრატეგიის შემუშავების, ადვოკატირების, სერვისების მიწოდების/watch dog საქმიანობის, საქმიანობის შეფასებისა და მოსახლეობასთან უკუგების 7 საფეხურიან აქტივობათა სტრატეგიას.

 

აღიარებენ ქსელის საქმიანობის წარმატების 5 საფუძველს:

 

  • შეთანხმება წევრებს შორის;
  • საერთო პრინციპები;
  • წევრების სრულფასოვანი მონაწილეობა;
  • ლიდერობა და ეფექტიანი მართვა;
  • რესურსების კონსოლიდაცია.


კომუნიკეში მოცემული შეთანხმებისა და პრინციპების განსახორციელებლად, ამ დოკუმენტის ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული წარმომადგენლები ქმნიან სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელს:

 

  • სამოქალაქო საზოგადოების კვლევის და განვითარების ცენტრი;
  • კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო;
  • სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია;
  • მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი;
  • ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი;
  • მეგობრობის ხიდი „ქართლოსი”;
  • გორის ინვალიდთა კლუბი;
  • ასოციაცია „ბილიკი“;
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული პლათფორმის ხაშურის კომიტეტი;
  • უკეთესი მომავლისთვის;
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი;
  • დუშეთის განვითარების ფონდი;
  • სტეფანწმინდა;
  • დემოკრატ მესხთა კავშირი;
  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი;
  • საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი;
  • ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი;
  • ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
  • ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“;
  • ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი;
  • ასოციაცია „ათინათი“;
  • ასოციაცია „გაენათი“;
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“;
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
  • ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;
  • გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი;
  • ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი;
  • ბორჯღალი;
  • დემოკრატიის ინსტიტუტი;
  • საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია;
  • ასოციაცია „ტოლერანტი“;
  • იმერეთის რეგიონის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“;
  • ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – „დეა“;
  • მედია და საზოგადოება;
  • ნაბიჯი წინ (Step forward);
  • კავშირი  „სვანეთის ტურიზმის ცენტრი“
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო – „სიდა“.

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge