ეთიკა და გამჭვირვალობა

საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი

(2004 წლის რედაქცია)

                                                     

                                                    პრეამბულა


საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები:


ვისწაფვით რა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო
საზოგადოების, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის;


ვმოქმედებთ რა საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის
თანახმად;


მიზნად ვისახავთ რა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქცევის რეგულირებას,
საზოგადოებაში საზოგადოებრივ ორგანიზაციათა სანდოობის გაზრდას;


ვერთიანდებით, რათა დავიცვათ, თავისუფლების, ტოლერანტობის,
თანასწორობის, მრავალფეროვნების, პლურალიზმის, კეთილგანწყობილი
პარტნიორობის, ურთიერთაღიარების, პატივისცემის, სამოქალაქო გამბედაობის,
ღიაობის, გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმის, დემოკრატიული
მმართველობის პრინციპები.

 

                                                          თავი I


                                      მოქმედების ზოგადი პრინციპები


სამოქალაქო გამბედაობა და მზრუნველობა

1. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ავლენს სამოქალაქო გამბედაობას
სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ, დემოკრატიული
ღირებულებებისა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების
დასაცავად.
2. საქმიანობაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ იყენებს და არ უჭერს
მხარს ძალადობას.


პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება
3. საზოგადოებრივი ორგანიზაცია აღიარებს საკუთარ ქმედებათა
ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას – საზოგადოდ აღიარებული
ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
4. საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რეგულარულად ატარებს მოწვეულ
აუდიტორულ შემოწმებას.
5. საზოგადოებრივი ორგანიზაცია წელიწადში ერთხელ აქვეყნებს წლიურ
ანგარიშს.


ღიაობა და გამჭვირვალობა
6. ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მისიის, წევრების,
მოღვაწეობისა და ფინანსირების შესახებ ღიაა, საქმიანობა კი გამჭვირვალე.
7. საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ მოქმედებს ანონიმურად.
8. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყველა შიდა რეგულაცია გამჭვირვალეა.


დამოუკიდებლობა
9. საზოგადოებრივი ორგანიზაცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.
იგი ისახავს მიზანს, იღებს გადაწყვეტილებას და მოქმედებს
დამოუკიდებლად.
10. საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს პარტიების, სხვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა ან კერძო კოამპანიების კონტროლს.
რათა კონტროლს არ მოჰყვეს მისი დამოუკიდებლობის, და საზოგადოების
კეთილდღეობისათვის მოქმედების უნარის დაკარგვა.
აღიარება და პატივისცემა
11. საზოგადოებრივი ორგანიზაცია პატივს სცემს ყველა წერილობით თუ
ზეპირ შეთანხმებას.
12. საზოგადოებრივი ორგანიზაცია პატივს სცემს სხვა ორგანიზაციების
იდეებსა და პროექტების საავტორო საკუთრების უფლებას.
13. საზოგადოების მონაწილეობას და მოხალისეთა საქმიანობასმ ორგანიზაცია
განიხილავს როგორც სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს. პატივს
სცემს მოქალაქეებისა და მოხალისეთა საქმიანობას.


ტოლერანტობა
14. საზოგადოებრივი ორგანიზაცია მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს
ახალი და განსხვავებული იდეები და მოსაზრებები, ასევე მზადაა
თანამშრომლობისთვის ერთობლივი მიზნების მისაღწევად.
15. საზოგადოებრივი ორგანიზაცია აღიარებს აზროვნების მრავალფეროვნებას,
ორგანიზაციებისა და მათი მიზნების განსხვავებულობას.
16. საზოგადოებრივი ორგანიზაცია პატივს სცემს სხვა ორგანიზაციებს და მათ
წარმომადგენლებსა თუ აზრებს.

 


                                                               თავი II


                   საზოგადოებრივი ორგანიზაციის შიდა ურთიერთობები


დემოკრატიული მართვა
17. საზოგადოებრივ ორგანიზაციას ნათლად გემოკვეთილი და გასაგები
მიზნები აქვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვა ხდება, ქვეყნის
კანონმდებლობის, ორგანიზაციის წესდების და შიდა დოკუმენტაციის
საფუძველზე.
18. საზოგადოებრივი ორგანიზაცია წარმოადგენს საზოგადოების წევრთა
შექმნილნებაყოფლობითგაერთიანებას,ისუზრუნველყოფს
შიდაორგანიზაციულ დემოკრატიულ მართვას, მმართველი ორგანოების
პასუხისმგებლობას და რეაგირებს მათ მიუღებელ მოქმედებაზე.
19. საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქმიანობს პროფესიულად რათა მიაღწიოს
მისიით განცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს.


შიდაორგანიზაციული სტურქტურა
20. საზოგადოებრივი ორგანიზაცია იმართება კოლეგიალური ორგანოს მიერ,
კოლეგიალური ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში
დამოუკიდებელია.
21. ორგანიზაციის მმართველობის კოლეგიალური ორგანოს სხდომა მოიწვევა
წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
22. ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მისიის აღწერა და შინაგანაწესი, რომელშიც
სრულად იქნება გაწერილი საქმიანობის ზუსტი მექანიზმები. ეს
დოკუმენტები მტკიცდება ორგანიზაციის მმართველობის კოლეგიალური
ორგანოს მიერ.
23. ორგანიზაციის სავარაუდო ბიუჯეტი უნდა მტკიცდებოდეს ორგანიზაციის
მმართველობის კოლეგიალური ორგანოს მიერ, დამტკიცებული
სავარაუდო ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ზუსტად გაწერილ ხარჯებს:
პროგრამულ აქტივობებზე და ადმინისტრაციულ ხარჯებზე.
24. საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი წევრები ცდილობენ თავიდან
აირიდონ ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის
შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს ამგვარი კონფლიქტისაგან თავის არიდების
აუცილებელი მექანიზმები. გამგეობა არეგულირებს ინტერესების
კონფლიქტის პოლიტიკას.


ფინანსების მართვა
25. ორგანიზაციის სახსრები უნდა იხარჯებოდეს გონივრულად და
დამტკიცებული პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად.
26. ორგანიზაციის ფინანსების სტრატეგიულ მართვას ახორციელებს
ორგანიზაციის მმართველობის კოლეგიალური ორგანო. ის: ა) ამტკიცებს
წლიურ (ადმინისტრაციის) ბიუჯეტს, ბ) ამტკიცებს საფინანსო
პროცედურებს, გ) აკონტროლებს სახსრების (ფონდების) მოპოვების
პოლიტიკას.
27. ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში, უნდა შეიცავდეს: ა) წლიური
შემოსავლების საერთო რიცხვს, ბ) წლიურ ბიუჯეტს, რომელიც შეიცავს
პროგრამულ და ადმინისტრაციულ ხარჯებს.


კონტროლი
28. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახორციელებს საკუთარი საქმიანობის
კონტროლს სამეთვალყურეო საბჭოების, გამგეობათა, სარევიზიო
კომისიების და წევრთა საერთო კრებების მეშვეობით.
29. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს
მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებსა და მექანიზმებს.


შეფასება
30. ორგანიზაცია მუდმივად უნდა აფასებდეს საკუთარის ააქმიანობისლ
მიზნებთან შესაბამისობას. ორგანიზაციის მისია უნდა იყოს ზუსტად
ჩამოყალიბებული და მიღწევადი.
31. ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ეფექტურობის შეფასების შიდა
რეგულაციები, ხოლო ეფექტურობის შეფასების შედეგები საჯარო უნდა
იყოს.

 


                                                     თავი III
             

               საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გარე ურთიერთობები

 

ზოგადი პრინციპები
32. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ისწრაფვის ღია თანამშრომლობისთვის
როგორც საზოგადოებრივი სექტორის შიგნით, ისე მის გარეთ.
33. საზოგადოებრივი ორგანიზაცია სთავაზობს საზოგადოებას და ყულა
დაინტერესებულ მხარეს (ხელისუფლების ჩათვლით) იმ გამოცდილებას,
ცოდნას და ოპერაციულ შესაძლებლობებს, რომელიც ორგანიზაციას აქვს
საკუთარი მიზნების მისაღწევად და იმ პრინციპების გათვალისწინებიც,
რაც განსაზღვრულია ამ დოკუმენტის პრეამბულაში.


საზოგადოებასთან ურთიერთობა
34. საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოხატავს და წარმოადგენს
საზოგადოების განსხვავებული ფენებისა და ინტერესთა ჯგუფების
მოთხოვნებს.
35. სამოქალაქო განათლების, მონაწილეობითი დემოკრატიის გზით,
ინტერესების დაცვის და სხვა ფორმების საშუალებით საზოგადოებრივი
ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას სამოქალაქო
საზოგადოების განვითარებაში.


ხელისუფლებასთან ურთიერთობა
36. საზოგადოებრივი ორგანიზაცია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან: ა)
ერთობლივი პროექტების განხორციელების, ბ) სხვადასხვა პოლიტიკის
ფორმირების პროცესში თანამონაწილეობის, გ) სახელმწიფო პროგრამების
განხორციელებაში წვლილის შეტანის, დ) ხელისუფლების პოლიტიკის და
საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობის გზით. სთავაზობს
ხელისუფლებას პრობლემათა გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს და
მონაწილეობს დემოკრატიულ, ლიბერალურ ღირებულებებზე
ორიენტირებული რეფორმების განხორციელებაში.
37. საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყენებს საქართველოს კანონმდებლობითა
და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებს და ხელს უწყობს
სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის გამჭირვალეობის პროცესს.
ახორციელებს მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს და კანონისა და
დემოკრატიული პრინციპების ნებისმიერ დარღვევაზე ახდენს სწრაფ და
ადეკვატურ რეაგირებას.


პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან ურთიერთობა
38. საზოგადოებრივი ორგანიზაცია თანამშრომლობს და ღიად მონაწილეობს
პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან ერთად დემოკრატიის
პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ
მიმართულ ყველა ქვედებებში, თუ ეს თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება
კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებს.
39. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია ჰქონდეს
თავისი პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნების პროცესში
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს
(დააფიქსიროს) საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები.


სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა
40. საზოგადოებრივი ორგანიზაცია წაახალისებს თანამშრომლობის
ატმოსფეროს და ერთობლივ საქმიანობას სექტორს შიგნით, როგორც ერთ–
ერთ უმთავრეს ღირებულებას ორგანიზაციებისა და მოსარგებლეთათვის.
41. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ცვლის ინფორმაციას, გამოცდილებას და
ყულა იმ საშუალებებს, რომლებიც საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება.
42.  საზოგადოებრივი ორგანიზაცია მხარს უჭერს სექტორის შიგნით ჯანსაღი
კონკურენციის დამკვიდრებას, რათა ეს კონკურენცია გახდეს შემდგომი
განვითარების სტიმული.


დონორებთან ურთიერთობა
43. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ურთიერთობა დონორთან, ან სხვა
სუბიექტთან რომლებიც ფინანსურად ან სხვა საშუალებით ეხმარებიან
ორგანიზაციას უნდა ემყარებოდეს ანგარიშვალდებულების, გახსნილობის
და თანამშრომლობის პრინციპებს.
44. დონორ ორგანიზაციას ან სხვა სუბიექტს, რომელიც ფინანსურად ან სხვა
საშუალებებით ეხმარება ორგანიზაციას, უფლება აქვს ნათელი წარმოდგენა
ჰქონდეს იმ საქმიანობის, განხორციელების ვადებისა და ფინანსური
დანახარჯების შესახებ, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი
ორგანიზაცია აპირებს მოიხმაროს გადმოცემული სახსრები.
45. საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ შედის ფინანსურ ურთიერთობებში
ისეთ დონორთან ა ნ სუბიექტთან, რომელიც ფინანსურად ან სხვა
საშუალებით ეხმარება ორგანიზაციას, თუ იმ დონორის ან სუბიექტის
შეხედულებები ეწინააღმდეგება კოდექსის პრეამბულაში ჩამოთვლილ
პრინციპებს.

 

                                                     თავი IV

  კოდექსთან გაერთიანების პროცედურები, აღსრულებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმები 


სტრუქტურა
46. ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც უერთდება კოდექსს იღებს
სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს კოდექსთან გაერთიანების ფაქტს.
47. კოდექსის პრინციპების განხორციელების პროცესს მეთვალყურეობს
საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ფორუმი.
48. ფორუმი არ წარმოადგენს ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებულ
სტრუქტურას, ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც
განაცხადებს კოდექსში დეკლარირებული პრინციპების გათვალისწინებას,
ითვლება ფორუმის წევრად.
49. ფორუმის წევრებს აქვს ერთიანი საინფორმაციო ველი და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით იღებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება
ეხებოდეს საზოგადოების, საზოგადოებრივი სექტორის თუ ცალკეული
საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინტერესებს.


დავა და ურთიერთობა
50. ფორუმის წევრ თითოეულ ორგანიზაციას აქვს უფლება, საკუთარი
პოზიცია გამოხატოს (დააფიქსიროს) წამოჭრილი დავის გარშემო.
ნებსიმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოქმედებს კოდექსში
დეკლარირებული პრინციპების მიხედვით და დამოუკიდებელია თავის
პოზიციის გამოხატვისას (დაფიქსირებისას).


რეაგირება
51. დემოკრატიულიდალიბერალურიღირებულებებისნებისმიერი
დარღვევის შემთხვევაში შესაბამის სფეროებში მოქმედი საზოგადოებრივი
ორგანიზაციები აკეთებენ შესაბამის განცხადებას, რომელთან მიერთების
უფლება აქვს ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
52. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებებისა და რეაგირების
სხვა ფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა
დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციის შედეგად.
53. ფორუმის წევრ არცერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ აქვს უფლება
დამოუკიდებლად იმოქმედოს მთელი ფორუმის სახელით.


პროცედურები
54. კოდექსთან მიერთება ხელმოწერის ან\და წერილობივი განცხადების
გაკეთების გზით ხდება, რის შემდეგაც აღნიშნული ორგანიზაცია ითვლება
ფორუმის წევრად.
55. საზოგადოებრივ ორგანიზაციას უფლება აქვს განაცხადოს, რომ აღარ
იზიარებს კოდექსის პრინციპებს და გავიდეს ფორუმიდან. ამავე დროს
ფორუმის წევრი თითოეული ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, საკუთარი
შეხედულებისამებრ მოახდინოს რეაგირება და ფორუმიდან გასული
ორგანიზაციის მიმართ ჩამოაყალიბოს ურთიერთობის ახალი ფორმა.

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

მობილური: (+995 599) 512215

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge