საიას პასუხი ცესკოს თავმჯდომარეს

22 აგვისტო 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.[1]

სამწუხაროა, რომ თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას იყოს ტაქტიანი და კრიტიკა, რომელსაც ის გამოხატავს, იყოს დასაბუთებული.

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ასევე ავალდებულებს, რომ მან საკუთარი საქმიანობისას ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში, იყოს  კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას.

საია წლებია აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე.[2]

გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ კვლევაზე მუშაობისას, საიამ თხოვნით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა.   ცესკოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე. ცესკომ არჩია, რომ საჯარო განცხადებით შემოფარგლულიყო, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დაასაბუთა ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაციის მცდარობა.

საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს საქმიანობის განხორციელებისას იყოს კორექტული და კრიტიკული მოსაზრებები დაასაბუთოს. 

 

[1] http://rustavi2.ge/ka/news/111754

[2] https://gyla.ge/ge/post/saia-saolqo-saarchevno-komisiebis-shesarchev-konkurss-afasebs#sthash.3mqLU8g8.dpbs

 

  216 Google +0  1

წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 715

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge