ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა

27 ივნისი 2016

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი აზერბაიჯანის მოქალაქეების, მამა-შვილ დაშგინ და ორხან აღალარლებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. სასამართლოში მათ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იუდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავდა. 


დაშგინ და ორხან აღალარლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 2014  წლიდან იცავს. 2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაუსაბუთებელი უარი უთხრა დაშგინ და ორხან აღალარლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მათი საქართველოში ყოფნა თითქოს საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას და სახელმწიფოს ინტერესებს. გადაწყვეტილებაში არ იყო დასაბუთებული უარის თქმის მიზეზები და ის საფრთხეები, რის გამოც მათ უარი ეთქვათ სტატუსის მიღებაზე. სამინისტროს გადაწყვეტილებაში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ და ორხან აღალარლები შეიძლება, დაექვემდებარონ პოლიტიკურ დევნას, წამებას და სიცოცხლის მოსპობას, მეორე მხრივ კი,  სამინისტრო მაინც უარს ეუბნებოდა მათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.   დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ წევრი, რომელიც წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანში ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო. 2013 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშგინ აღალარლის, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით, ბრალად დასდო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება იმ პერიოდზე, როცა იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული  კერძო სექტორში.  ხოლო დაშგინ აღალარლის ვაჟის ორხან აღალარლის სოცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა აზერბაიჯანში მამის საქმიანობის გამო.          

დაშგინ აღალარლი 2014 წელს დააკავეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოსათვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ  აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ  წამებას და პოლიტიკურ დევნას. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დაშგინ და ორხან აღალარლების მოთხოვნა - ბათილად სცნო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაავალა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ორხან და დაშგინ აღალარლებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

ნახვების რაოდენობა : 1687

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge