ახალციხეში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართება

21 მარტი 2019

აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG), საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს Hidden Treasure, რომლის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემატური შეხვედრები იმართება მათთვის საინტერესო საკითხებზე.

6 აპრილს, ასოციაციის წევრები, ეწვევიან ახალციხეს და დემოკრატ- მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში (რუსთაველის ქ.#26), ახალგაზრდებს ჩაუტარებენ ტრენინგს შემდეგ საკითხებზე:

• როგორ დაწერონ CV და სამოტივაციო წერილი, როგორ მოემზადონ კანდიდატები წარმატებული ინტერვიუსთვის;
• სოციალური ქსელების როლი ჩვენს ცხოვრებაში; სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები და სამართლებრივი პრობლემები; ადამიანის ე.წ. “ციფრული ანაბეჭდი” ინტერნეტში, კიბერბულინგი;
• თვითდასაქმება და მეწარმეობა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მეწარმეობის დაწყებას და რა გამოწვევებს აწყდებიან მეწარმეები/სტარტაპერები ჩვენს ქვეყანაში.

ტრენინგს წარუძღვებიან:

ლალი ყიფშიძე - „კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი
ლევან ნანობაშვილი - ადვოკატი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დავით დარსაველიძე - ეკონომისტი, ტრენინგ-ცენტრ KnowHow-ს უფროსი პარტნიორი

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და სტუდენტებს. მსურველებს ვთხოვთ დაგვიდასტურონ მონაწილეობა ელ. ფოსტის მეშვეობით epagtrainings@gmail.com.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 512215

ნახვების რაოდენობა : 938

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge