ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით, 2020 წლის აპრილიდან დაიწყო მისი ახალი კომპონენტის - Buzz Georgia/ბაზ საქართველოს - ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ განხორციელება.
აღნიშნული კომპონენტი გლობალური ქსელის Buzz Women -ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს და ითვალისწინებს უფასო ონლაინ ტრენინგების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში.
ტრენინგები განკუთნილია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, კერძოდ სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, Microsoft Teams-ის საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით, ყოველ შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.
• შაბათი, 12:00 p.m.
• კვირა, 11:00 a.m.
Buzz Georgia/ბაზ-საქართველოს ტრენინგები მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
• მეწარმეობის საფუძვლები
• წარმატებული მეწარმის თვისებები
• პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
• მიზნის დასახვა
• ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.
ის ქალები ვინც გაივლიან Buzz ჯორჯიას ტრენინგებს, გაწევრიანდებიან Buzz საქართველოს შიდა საკომუნიკაციო ჯგუფში, სადაც უკვე გაერთიანებულია 150-მდე ქალი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს პლატფორმა კი მათ დამატებით შესაძლებლობას მისცემს საინტერესო პარტნიორი იპოვოს სხვადასხვა რეგიონში, ან თავის საცხოვრებელ ქალაქშივე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლიკა სალუქვაძე. Tel: 599 22 23 81; l.salukvadze@crystal.ge
სოფო ოგბაიძე, Tel: 591 15 15 90; s.ogbaidze@crystalfund.ge
მთავარი ამბავი

კომენტარი