IDFI-ის ტრენინგი ქალაქ ქუთაისში

09 ოქტომბერი 2019

2019 წლის 5 ოქტომბერს, IDFI-მ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა, თემაზე: საჯარო მონაცემებთან მუშაობა ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლისთვის.

მონაწილეებს (22 ჟურნალისტი და აქტივისტი) საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი, იმის შესახებ თუ, როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

„ჩვენი ტრენინგები სერიულ სახეს ატარებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. ტრენინგის მონაწილეებს გავუზიარეთ ის გამოცდილება, რაც 10 წლიანი მუშაობის შედეგად IDFI-ის დაუგროვდა. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნება აღნიშნულ თემებში გათვითცნობიერებული, მით უფრო გაადვილდება სახელმწიფო ხარჯების რაციონალური განკარგვის მონიტორინგი.“ - გოგა თუშურაშვილი, ტრენერი / IDFI -ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.

თეონა ტურაშვილი, ტრენერი / IDFI-ის მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი: „მონაწილეებს იმ პლატფორმებისა და მექანიზმების შესახებ ვესაუბრეთ, რომლებიც მონაცემების დამუშავების კუთხით შეუძლიათ რომ გამოიყენონ. გარდა ამისა, ტრენინგი ეხებოდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასაც, თუ რა ტიპის მონაცემებია ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის სხვადასხვა დაწესებულებების ვებგვერდებზე. გარდა საჯაროდ განთავსებული მონაცემებისა, მონაწილეებს ის პრაქტიკული რჩევები გავუზიარეთ, რომლის მეშვეობითაც ისინი მონაცემებს ვიზუალიზაციების/გრაფიკების სახით გამოსახვას შეძლებენ. ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა იმ საერთაშორისო ინიციატივებსა და მონაცემთა პლატფორმებზე, რომლებიც არსებობს ვიშეგრადის ქვეყნებში.“

„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ჟურნალისტს ხშირად უხდებათ ონლაინ სივრცეში მუშაობა. როგორ იმუშაოს ღია მონაცემებზე? როგორ მოიპოვოს ინფორმაცია? როგორ აღმოაჩინოს პრობლემა და შემდეგ გამოიკვლიოს? - ამისთვის აუცილებელია, რომ მათ, იმ ონლაინ პლათფორმების შესახებ იცოდნენ, რაც დღეს არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი არამარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ აქტივისტებისთვისაც; და მე, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს ვიცოდე, თუ როგორ ხარჯავს ჩემი ხელისუფლება იმ ფულს, რომელსაც მე ვიხდი ჩემი ხელფასიდან,“ - აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ/ჟურნალისტმა მზია თადუმაძემ.

ტრენინგი ხორციელდება პროექტ „სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

ნახვების რაოდენობა : 153

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge