კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის დირექტორი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ქ-ნი იზას და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის დამსახურებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში უკვე 10 წელია ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
EWMI ACCESS-ის დაფინანსებით კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა ბოლო წლებში რამდენიმე ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.
მთავარი ამბავი

კომენტარი