ჟურნალისტური კონკურსი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე 

09 იანვარი 2020

GCRT აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს თემაზე: "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია საქართველოში“.

პრიზები გაიცემა 5 კატეგორიაში:

▪ საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი,
▪ საუკეთესო რადიო რეპორტაჟი,
▪ საუკეთესო საგაზეთო სტატია,
▪ საუკეთესო ონლაინ სტატია/მულტიმედიური ნამუშევარი
▪ საუკეთესო ბლოგი.

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც GCRT პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (გიფ-თბილისი) - ერთად ახორციელებს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მედიის როლის გაზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა 2015 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმა მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ნამუშევრები შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკითხის/პრობლემის სრულყოფილად ასახვა;
- არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე;
- პროფესიული ეთიკისა და ბავშვის უფლებების დაცვა მასალის გაშუქების პროცესში;

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2019 წლის აპრილიდან - 2020 წლის 1 მარტამდე.

გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცემათ ნოუთბუქი.

მასალების გამოგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 1 მარტამდე მისამართზე: info@gcrt.ge

 

ნახვების რაოდენობა : 580

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge