ესსეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის „ჩემი ევროპა“

12 თებერვალი 2018

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის „ჩემი ევროპა“.

კონკურსით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ესსე თემაზე: „ჩემი ევროპა“.

ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლის დამოკიდებულებას ევროპისადმი: რას ნიშნავს მისთვის ევროპა? რას გულისხმობს ევროპული არჩევანი? როგორ წარმოუდგენია ევროპასთან დაახლოება? როგორია მისთვის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის და პირადად მისთვის.

კონკურსში მიესალმებიან ნებისმიერ არგუმენტირებულ მოსაზრებასა და პოზიციას.

ესსე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; 
ესსეს მოცულობა: 3-5 გვერდი;
შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა – 12

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება; 
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა შეკითხვები და ესსე-ები უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eprc.ge

ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 მარტი.

გამარჯვებულები დაჯილდოვებიან სპეციალური სერტიფიკატებით; გამარჯვებული 10 მოსწავლე და მათი 10 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სკოლაში ლოპოტაზე 29მარტს - 1აპრილს.

წყარო: Economic Policy Research Center

ნახვების რაოდენობა : 7382

კომენტარი

მთავარი ამბავი

კამპანიის "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" პრეზენტაცია გაიმართა
17 სექტემბერი 2018
17 სექტემბერს, საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" პრეზენტაცია გაიმართა. კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge