გამოცხადდა კონკურსი შიდა ქართლის ჟურნალისტებისთვის

20 აპრილი 2018

ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შიდა ქართლის რეგიონის ონლაინ, ბეჭდური, და სატელევიზიო მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის თემაზე: „ნატო ჩვენი არჩევანია“.

კონკურსის მიზანია ადგილობრივი ჟურნალისტების ინტერესის ზრდა ნატოს მიზნების, ისტორიისა და საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში მისი როლის, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

კონკურსში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ჟურნალისტების მონაწილეობა  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში, ინტეგრაციის გზაზე მოსახლეობის კონსოლიდაციასა და მათთვის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნატოს დღეების ფარგლებში და წარმატებული მონაწილეები კი დაჯილდოვდებიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბულგარეთის საელჩოს მიერ.

სტატიები/რეპორტაჟები უნდა გამოქვეყნდეს  2018  წლის  27 აპრილის ჩათვლით  რომელიმე  ბეჭდვით ან  ელექტრონულ  მედიასა და სატელევიზიო სივრცეში.

საკონკურსო მასალები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: infocenter@eu-nato.gov.ge

 

წყარო: http://infocenter.gov.ge

ნახვების რაოდენობა : 896

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge