კონკურსი ახალგაზრდების რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე

12 აპრილი 2018

ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური უფლებების პოპულარიზებას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. 

სტრატეგიული მიზნები:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება 
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება 
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება 
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდების რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე, პროექტის- "ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.

ვაკანსიების რაოდენობა: 2

პროექტის მიმოხილვა:

პროექტის "ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" მიზანია გააუმჯობესოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობები და შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის, შესაბამისი მექანიზმებით:

** ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის შექმნა და გაძლიერება მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური განახლების დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით
** ახალგაზრდა მეწარმეების ჩართვა ტრანსასაზღვრო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაფართოვების ღონისძიებებში
** ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება კულტურათშორისი ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს დაცვის ღირებულებების პოპულარიზაციის გზით
** პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე და ხორციელდება საქართველოში გარდაბნისა საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ხოლო აზერბაიჯანში გაზახისა და აღსტაფას მუნიციპალიტეტებში

სამუშაოს მიზანი:

აღწერილი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების სააგენტო ეძებს მოტივირებულ კანდიდატებს გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდა მეწარმეების პროექტში ჩართვისა და პროექტის აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.

სამუშაო აღწერა: 

** პროექტის ხანგრძლივობის პერიოდში შერჩეულ კანდიდატს დაევალება
** პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია
** კოორდინაციის უზრუნველყოფა ახალგაზრდა მეწარმეებს, ადგილობრივ თვითმმართველობას და რეგიონულ ადმინისტრაციებს შორის
** ადგილობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია, შეხვედრების შედეგების ანალიზი და სამუშაო ჯგუფების წევრების მობილიზაცია
** პროექტის აქტივობების განხორციელებაში პროექტის ჯგუფის მხარდაჭერა
** პროექტის აქტივობების ყოველთვიური ანგარიში

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების, კომუნიკაციის ან სხვა მომიჯნავე სფეროში
** სამოქალაქო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მცირე და საშუალო მეწარმეობის, ადგილობრივი და სოფლის განვითრების და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

სავალდებულო უნარები:

** კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ვადების გათვალისწინებით საქმიანობის განხორციელების უნარი

ენები: ქართული, სასურველია აზერბაიჯანული ან რუსული. 

სამუშაო განაკვეთი: 

ახალგაზრდების რეგიონული კოორდინატორი დასაქმებული იქნება არასრული განაკვეთით, სამუშაოს სავარაუდო ხანგრძლივობა 15 საათი კვირაში

ანგარიშვალდებულება:

ახალგაზრდების რეგიონული კოორდინატორი წარადგენს გაწეული სამუშაოს ყოველთვიურ ანგარიშს, მონაწილეობს პროექტის დაგეგმვის პროცესში და ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერთან.

წარსადგენი საბუთები:

სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (რეზიუმე), პარტნიორის ან წინა დამსაქმებლის მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, მისამართზე: teona@cida.ge 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 18 აპრილი

შერჩევის პროცედურა: საბუთების გადარჩევა, გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი: თეონა კილაძე 599 217 599

წყარო: http://jobs.ge/172080/ 

ნახვების რაოდენობა : 1110

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge