კონკურსი „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“

20 დეკემბერი 2018

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ატარებს კონკურსს „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“.

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით გამოვავლინოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ რეგიონული ჰაბების დახმარებით ჩაატარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვას, გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ექნება შესაძლებლობა, მათი რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული წარმომადგენელი დაასახელონ. (თბილისში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ მხოლოდ ცენტრალური მედიის ჟურნალისტის შერჩევაში).

გამარჯვებულად გამოცხადდებიან ის ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ; ასევე - ცენტრალური მედიის ის ჟურნალისტი, რომელიც, საერთო მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად დასახელდება.

ეს იქნება კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამოხატონ მადლიერება და წაახალისონ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.

გადადით ბმულზე და შეავსეთ თანდართული კითხვარი 28 დეკემბრამდე.
ერთ ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. (ორგანიზაციიდან მიიღება 1 შევსებული კითხვარი. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ საერთო ორგანიზაციული გადაწყვეტილება და ისე შეავსოთ კითხვარი).

სრულად

ნახვების რაოდენობა : 577

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge