კონკურსი ჟურნალისტებისთვის - მოითხოვე ცვლილებები

05 აპრილი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის - "მოითხოვე ცვლილებები"

კონკურსის მიზანია აქტიური მოქალაქეობის იდეის და მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge პოპულარიზაცია. 

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პორტალზე პეტიციის განთავსების საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება. 

 ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება? 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. 

კონკურსის პირობები: 

ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია ან ბლოგი უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს ელექტრონულ პორტალზე ichange.gov.ge გამოქვეყნებულ პეტიციებს, ან წარმოაჩინოს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომელიც მომავალში შესაძლოა პეტიციის სახით გამოქვეყნდეს ელ. პორტალზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდება, გამოქვეყნდება, ეთერში გავა 2018 წლის 5 აპრილიდან 2018 წლის 29 აპრილის ჩათვლით.

ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის ან ბლოგის გამოგზავნა.

აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ან ბლოგის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ფონტი - sylfaen, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 სიტყვას). კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა).

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 აპრილი.

ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: pr@cida.ge. გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში ("subject" ველი) მიუთითეთ: კონკურსი ჟურნალისტებისთვის "მოითხოვე ცვლილებები".

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის facebook გვერდზე ჰეშთეგით #მოითხოვეცვლილებები. 

შეფასების კრიტერიუმები:

** თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება 
** მასალა უნდა გვთავაზობდეს ავტორის მიგნებას და ანალიზს
** პრობლემის ხედვა (რამდენად რელევანტურია პრობლემა პეტიციის შესადგენად)
** ანალიზი და არგუმენტირება 
** თემის ობიექტურად ასახვა.

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები შემდეგ კატეგორიებში:

** საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
** საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;
** საუკეთესო ბლოგი.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, სიდას კომუნიკაციის მენეჯერი
599 512215; pr@cida.ge

კონკურსი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას მიერ USAID-ის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) ფარგლებში. Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ.


ნახვების რაოდენობა : 2839

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge