კონკურსი ონლაინ პლატფორმის შექმნაზე

15 ნოემბერი 2018

"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს კონკურსს ონლაინ პლატფორმის შექმნასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს.

სამუშაოს აღწერა:

სამუშაოს მიზანია ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს გაეცნონ სასწავლო ლიტერატურას, მულტიმედია რესურსებს, კვლევებსა და სხვა მასალას სამოქალაქო საზოგადოებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის სფეროში. ონლაინ პლატფორმა უნდა იყოს მარტივი გამოსაყენებელი, ფუნქციონალური, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონტრაქტორი პირი/კომპანია ვალდებული იქნება:

** წარმოადგინოს ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ონლაინ პლატფორმის დეტალური პროექტი;
** შექმნას ვებ საიტი UI/UX დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს ვებ საიტის თავსებადობა გავრცელებულ ინტერნეტ ბრაუზერებთან და მობილურ ხელსაწყოებთან;
** უზრუნველყოს საიტის შესაბამისობა ხელმისაწვდომობის სტანდარტებთან (WCAG გათვალისწინება);
** უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხო მიმოცვლის სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს ონლაინ პლატფორმაზე მრავალფეროვანი კონტენტის (სხვადასხვა ტიპის ფაილების, მათ შორის ტექსტური და გრაფიკული ფაილების) განთავსების შესაძლებლობა;
** შექმნას სისტემა წვდომის განსხვავებული ავტორიზაციის დონეებით;
** ითანამშრომლოს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ პლატფორმის შემუშავების პროცესში და საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები;
** უზრუნველყოს ონლაინ პლატფორმის ტექნიკური მომსახურება ერთი წლის განმავლობაში; მათ შორის მონაცემთა რეგულარული დაარქივება და მონაცემთა აღდგენის უზრუნველყოფა.

შერჩევის პროცესში ყურადღება მიექცევა პოტენციური კონტრაქტორის შემდეგ ცოდნასა და გამოცდილებას:

** ვებ დეველოპმენტის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი); შექმნილი ვებსაიტების, ვებ და მობილური აპლიკაციების შესაბამისი პორტფოლიო;
** UI/UX დიზაინის პრინციპების ცოდნა და გამოცდილება;
** HTML, Javascript, CSS, PHP/MySQL ექსპერტული ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების (მაგ. Adobe Photoshop, Adobe Illustrator) ექსპერტული ცოდნა;
** ფართოდ გავრცელებული ღია პლატფორმების გამოყენების ექსპერტული გამოცდილება (მაგ. Wordpress, Drupal, Joomla)
** ფუნქციონალური კონტენტის მართვის CMS შექმნის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზების დიზაინისა და მართვის ცოდნა
** ინტერაქტიული ვებსაიტების შექმნის გამოცდილება
** საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის ცოდნა, მათ შორის სრული ინდექსაცია საძიებო სისტემებისთვის
** საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ვებ საიტების შექმნისა და მომსახურების კუთხით (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი აპლიკაცია შემდეგი ფორმით:

** რეზიუმე და პორტფოლიო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მითითებით, ასევე შესრულებული სამუშაოს მაგალითებითა და ბმულებით
** ტექნიკური წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: სამუშაოს შესრულების გრაფიკს, შემოთავაზებულ ტექნოლოგიებსა და მათი გამოყენების დასაბუთებას, ფინანსურ წინადადება, შესაძლო ხარჯების გათვალისწინებით.

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge და სათაურში მიუთითოთ "ონლაინ პლატფორმა".

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 ნოემბერი, 2018 წ.

 

წყარო: http://www.jobs.ge/196882/ 

ნახვების რაოდენობა : 227

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge