მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) პროგრამა – საპროექტო იდეების კონკურსი

03 დეკემბერი 2019

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტი (ACCESS) იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონულ ორგანიზაციებს, „მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამაში“ (COG) საპროექტო იდეების წარსადგენად.

„მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის“ ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

იმუშაონ მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე და
ამ პროცესში აქტიურად ჩართონ დაინტერესებული მოქალაქეები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო იდეები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად უკვე ნაცადი და წარმატებული ან ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

საგრანტო პროგრამის ვადები:

კონკურსის გამოცხადება 2 დეკემბერი, 2019
ღია კარის დღე 10 დეკემბერი, 2019
საპროექტო იდეების წარდგენის ბოლოო ვადა 23 დეკემბერი, 2019

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2Yay5kF

 

ნახვების რაოდენობა : 1109

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge