USAID G4G-ის მულტიმედია კონკურსი - "რეფორმა პრიზმაში"

10 აპრილი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებაში რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

G4G აცხადებს მულტიმედია კონკურსს "რეფორმა პრიზმაში".

კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის და მონაწილეობის გაზრდა რეფორმების პროცესში სოციალური მედიის საშუალებით.

კონკურსი მოიცავს ორ ნომინაციას: ფოტო და ვიდეო. ნამუშევრები უნდა ასახავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს, რეფორმებს ან პრობლემებს: 

** ენერგეტიკა; 
** ინოვაციები და სტარტაპები;
** მშენებლობა;
** საპენსიო სისტემა;
** წყლის რესურსების მართვა. 

კონკურსი G4G-ის Facebook გვერდის საშუალებით გაიმართება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული - ერთი ფოტო და ერთი ვიდეო - Facebook-ის მოწონებათა რაოდენობით, ხოლო ერთი ფოტო და ერთი ვიდეო - ჟიურის მიერ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს 18 წლის ზევით.

** ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
** ორიგინალი ფოტოს ზომები უნდა იყოს 300 dpi და მინიმუმ 3500 mg pixel საავტორო უფლების დაცვით. 

გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

USAID G4G გამარჯვებულ მონაწილეებს დაუფინანსებს სწავლას ან სტაჟირებას მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფოტო და ვიდეო ხელოვნების სფეროებში, მათი არჩევანის მიხედვით USAID G4G-ში ან ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორიცაა, GIPA, GEPRA, GAU, PR აკადემია და სხვა.

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ G4G-ის ოფისში ღია კარის დღეზე 30 აპრილს 14-დან 18 სთ-მდე ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ:https://docs.google.com/forms/d/1iGx9DtOqwrv6o-LQUVEVUPxjTYyF9M65wsyvKoihEdI/edit

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. მათ, ვინც განაცხადს ადგილზე შეავსებს G4G-ის წარმომადგენლები მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას მათ მიერ შერჩეულ სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 31 მაისი, 2018 წ. ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ ამ მისამართზე: iiremashvili@g4g.ge | sgengiuri@g4g.ge

წყარო: http://jobs.ge/171747/ 

ნახვების რაოდენობა : 1299

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge