USAID-ის პროექტი G4G სტუდენტებს იწვევს კითხვა-პასუხის სესიებში მონაწილეობის მისაღებად

24 აპრილი 2018

USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) საქართველოში იწვევს სტუდენტებს კითხვა-პასუხის სესიებში მონაწილეობის მისაღებად G4G-ის რეფორმებზე.

კურსის დაწყების თარიღი: 2018 წლის 8 მაისი. 
შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 15:00 სთ-დან - 18 :00 სთ-მდე.
შეირჩევა 25 სტუდენტი.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი ჩართულობა რეფორმების შემუშავების პროცესში. სესიებს გაუძღვებიან პროექტ G4G-ის ექსპერტები და კონსტულტანტები. 

სესიების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და შეირჩევა სამი სტუდენტი, რომელიც გაივლის სტაჟირებას USAID/G4G პროექტში. სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. 

სესიები მოიცავს შემდეგ თემებს:

8 მაისი: რა არის კაპიტალის ბაზარი და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მის განვითარებას.
11 მაისი: ელექტრონული კომერციის პოტენციალი საქართველოში.
15 მაისი: მიწის რეგისტრაციის რეფორმა.
18 მაისი: ასოცირების შესახებ შეთანხმება და DCFTA.
22 მაისი: ენერგეტიკის პერსპექტივები საქართველოში.
25 მაისი: ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმები.
29 მაისი: წყლის რესურსების მართვა.
1 ივნისი: რა არის გადასახადი.
5 ივნისი: ის რაც უნდა იცოდეს დამწყებმა ბიზნესმა გადასახადის შესახებ.
8 ივნისი: საპენსიო რეფორმა.

რეზიუმე და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გაგვიგზავნეთ 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@g4g.ge 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში.

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ორივე დოკუმენტის გაგზავნა, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

წყარო: http://jobs.ge/173393/ 

ნახვების რაოდენობა : 1262

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge