არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა (NPM)

20 იანვარი 2017

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს  არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის  სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის. პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.

თუ თქვენ ხართ არამომგებიანი ორგანიზაციის მენეჯერი ან ჩართული ხართ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და ამ სექტორში გეგმავთ კარიერის შექმნას, ეს პროგრამა თქვენთვისაა განკუთვნილი. იგი წარმოადგენს შუალედურ ვერსიას გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგ კურსებს შორის. კურსს გაუძღვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალი, გამოცდილი ტრენერ-კონსულტანტები და არამომგებიანი სექტორის  მოქმედი მენეჯერები. 

 მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პირებს:

  • რომლებიც ამჟამად ჩართულები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში და აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • რომელთა წარმდგენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება და გააჩნია მიმდინარე პროექტ(ებ)ი;
  • არიან მოტივირებული აქტიურად ჩაერთონ კურსის მსვლელობაში;

 დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულში.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge

სარეგისტრაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2017 წელი.

კურსი დაიწყება  მარტის  მეორე ნახევარში  და დასრულდება ოქტომბერში.  ზაფხულის პერიოდში გათვალისწინებულია ორთვიანი შესვენება.

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება.  

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში:  220 67 74; 220 67 75

 

https://drive.google.com/file/d/0ByDH-PT681tpNGstenN1MGRSd1k/view

https://drive.google.com/file/d/0ByDH-PT681tpSUhQUkp6RU82MWc/view

წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) 

ნახვების რაოდენობა : 1915

კომენტარი

მთავარი ამბავი

კამპანიის "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" პრეზენტაცია გაიმართა
17 სექტემბერი 2018
17 სექტემბერს, საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" პრეზენტაცია გაიმართა. კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge