CTC გთავაზობთ მასტერკლასს - მონაცემთა ვიზუალიზაცია და ადვოკატირება

16 აპრილი 2018

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, ორგანიზაცია ForSet-თან თანამშრომლობით, გთავაზობთ მასტერკლასს - მონაცემთა ვიზუალიზაცია და ადვოკატირება.

24 აპრილი; დაწყების დრო: 10:30 სთ; მასტერკლასის ხანგრძლივობა: 3 საათი; ადგილი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #5 (შანხაის დასახლება)

მასტერკლასი ტარდება USAID-ის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის“ (ACCESS) პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო ველი ძალზედ გადატვირთულია, მკითხველის ყურადღების მისაქცევად და მისი დაინტერესებისათვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ შინაარსს, არამედ ვიზუალურ მხარეს და ინფორმაციის გავრცელების/მიწოდების ფორმას/ტექნიკას. ვრცელი ნარატიული ანგარიშების, პრესრელიზებისა და სტატიების ნაცვლად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პოულობენ ინფორმაციის გავრცელების ახალ გზებს მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. მასტერკლასი ვიზუალიზაციისა და ადვოკატირების საკითხებში ასეთი თანამედროვე მიდგომების გამოყენებას დაეთმობა:

  • ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ორგანიზაციაში არსებული ან/და საჯარო მონაცემები ვიზუალიზაციისთვის და ადვოკატირების კამპანიების დასაგეგმად;
  • განვიხილავთ, რა არის საჭირო მონაცემთა სწორად გამოსახვისთვის და რა ხერხებით შეგიძლიათ თქვენი სათქმელი მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მარტივი და გასაგები ენით მიიტანოთ;
  • ასევე, განვიხილავთ ინფორმაციული დიზაინის ძირითად პრინციპებს, ხშირად დაშვებულ შეცდომებს და საუკეთესო პრაქტიკებს.

მასტერკლასზე დასწრება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აპრილის 18:00 სთ–მდე შემდეგ ბმულზე: 

https://goo.gl/forms/mpshkeaxhEiG9aEZ2

მასტეკლასს გაუძღვებიან ForSet-ის კონსულტანტები მარიამ გამხარაშვილი და ია ნინოშვილი.

ForSet არის მონაცემთა კომუნიკაციის ორგანიზაცია, რომელიც მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის გადაცემას უფრო ეფექტურს ხდის. იგი ქმნის მონაცემებზე დაფუძნებულ ამბებს, პარტნიორებთან ერთად ახორციელებს ადვოკატირების კამპანიებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და აკავშირებს მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოში და მთელს რეგიონში.

მარიამ გამხარაშვილი მონაცემთა კომუნიკაციის ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და პროექტების კოორდინატორია. იგი 4 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში მუშაობს და თავის გუნდთან ერთად, შექმნილი აქვს 100-ზე მეტი ვიზუალიზაცია (ინფოგრაფიკა, ანიმაცია, მულტიმედიური ისტორიები და ადვოკატირების კამპანიები). მარიამი საქართველოში პირველი მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონის თანადამფუძნებელი და ორგანიზატორია.

ია ნინოშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია. იგი ფორსეტის თანადამფუძნებელია და უკვე 4 წელზე მეტია, რაც მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში მუშაობს. მას 80-ზე მეტი ინფოგრაფიკა, ანიმაციები და ფაქტოგრაფები აქვს შექმნილი.

წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC

ნახვების რაოდენობა : 1115

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge