მართვისა და ლიდერობის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

07 მაისი 2018

მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების საყურადღებოდ!

"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის" (ACCESS) პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს "მართვისა და ლიდერობის" ორთვიან, ინტენსიურ კურსს მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის. 

ურბანული განვითარების ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე, საგზაო მოძრაობის გადატვირთულობა, ქაოტური მშენებლობა, მწვანე საფარისა და საჯარო სივრცეების შემცირება, ქალაქის ტრადიციული იერსახის დაკარგვა, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება და სხვა ბევრი ორგანიზაციისა და აქტივისტის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს კურსი სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. ის მონაწილეებს დაეხმარება, უკეთესად განსაზღვრონ და დაგეგმონ, როგორ მოიპოვონ მეტი მხარდაჭერა, როგორ ჩართონ თავიანთ აქტივობებში მოქალაქეთა ჯგუფები, როგორ მოახდინონ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ა.შ.

კურსი მოამზადა და მას გაუძღვება "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC). კურსი ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას, ისე საქართველოს კონტექსტსა და გამოცდილებას. 

კურსს სრულად აფინანსებს EWMI ACCESS-ი და მონაწილეებისთვის მისი გავლა უფასოა!

კურსის ბოლო ეტაპზე მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაგეგმონ კონკრეტული საინფორმაციო ან/და ადვოკატირების კამპანია და მის განსახორციელებლად მოიპოვონ EWMI ACCESS-ის დაფინანსება.

სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს: 

** ლიდერობა და სტრატეგიული დაგეგმვა ცვლილებებისთვის; 
** შედეგზე ორიენტირებული პროექტის დიზაინი; 
** სტრატეგიული კომუნიკაცია და ჩართულობა ადვოკატირებისთვის;
** პრაქტიკული სემინარები - ადვოკატირების კამპანიის მომზადება. 

მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ აქტივისტებს.

კურსი დაიწყება 2018 წლის მაისში და დასრულდება ამავე წლის ივლისში. სწავლება ჩატარდება საღამოს საათებში - კვირაში ორჯერ და ყოველ მომდევნო შაბათს. 

დაინტერესების შემთხვევაში მიჰყევით ბმულს და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/atTOxRq7JIjyrwKG3 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მაისი

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება.

წყარო:  http://jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 1170

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge