მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

03 მაისი 2018

2018 წლის 1 იანვარს, საქართველოში ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ნორმები, რომლებიც ახლებურად არეგულირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებსაც დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილი უმნიშვნელოვანესი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

მწვანე ალტერნატივას მიერ დაგეგმილი ტრეინინგი, სწორედ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილ გადაწყვეტილების მიღების ახალ პროცედურებს და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობებს ეძღვნება.  

მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგი გამიზნულია არამარტო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის, არამედ სხვა (მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის) საკითხებზე მომუშავე გაერთიანებებისთვისაც.  

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისისა, გაუგზავნონ ნათია ქსოვრელს მისამართზე: nksovreli@greenalt.org

მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 2018 წლის 21 მაისს; შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრეინინგში მონაწილეობის ყველა მსურველს.

ტრეინინგი ჩატარდება თბილისში და გასტანს ერთი დღე – 2018 წ. 24 მაისს. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯებს დაფარავს მწვანე ალტერნატივა.

 

წყარო: http://greenalt.org

 
ნახვების რაოდენობა : 959

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge