,,ქართლოსი" უვიზო მიმოსვლის თემაზე გორში ტრენინგებს ჩაატარებს

06 ნოემბერი 2017

სამოქალაქო საზოგადების რეგიონული ქსელის და არასმათავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" რეგიონული კამპანიის ,,ევროპა სახლია" ფარგლებში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" ჩაატარებს ტრენინგებს თემებზე: უვიზო მომისვლა ევროკავშირში/შეენგენის სივრცეში, დეპორტაცია, გაძევება, თავშესაფრის ძიება.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდება საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები: „რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ“ და შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ვიდეო რგოლები უვიზო მიმოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის თაობაზე.

კამპანია იმართება ევროპულ და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარტთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით.

შეხვედრების გრაფიკი:

პირველი შეხვედრა გაიმართება ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის გორის კორპუსში (მის. ქ. გორი, ცხინვალის გზტკ. N7) სამშაბათს 7 ნოემბერს 12 საათზე.

მეორე შეხვედრა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ქ. გორი, სტალინის გამზ. N7) ხუთშაბათს 9 ნოემბერს 15 საათზე.

შეხვედრას გაუძღვებიან ორგანიზაციის დირექტორი მეგი ბიბილური და ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი ანა ჯებისაშვილი.

დასწრება თავისუფალია

ნახვების რაოდენობა : 1271

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge