საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის საკითხებზე

12 მარტი 2018

"საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ" ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში, "მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" - ENIGMMA 2 და "აზერბაიჯანთან პარტნიორობა მობილობისთვის" განხორციელების მხარდაჭერა" - MOBILAZE. ორივე პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანსა და საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მიგრაციის მართვაში ჩართული აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საზაფხულო სკოლა გაიმართება აზერბაიჯანში 2018 წლის 1-7 ივლისში.

აკადემიური წრის საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წაიკითხავენ ლექციებს და უხელმძღვანელებენ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში. საერთო ჯამში, 50-მდე აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტი, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლობენ მედიის, საერთაშორისო სამართლის/მიგრაციის სამართლის, ეკონომიკის, დემოგრაფიის და სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში. აზერბაიჯანსა და საქართველოში მიგრაციის საკითხებზე მომუშავეები ახალგაზრდა პროფესიონალებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ერთ კვირიანი საზაფხულო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ და ინოვაციურ აკადემიურ და კვლევაზე ორიენტირებულ ლექციებს, სემინარებს და პროექტებს საქართველოში, აზერბაიჯანში, ევროკავშირსა და მსოფლოში მიგრაციის მდგომარეობასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სწავლებასთან ერთად განხორციელდება კვლევა, პრაქტიკული სავარჯიშოები და ინტერაქტიული დისკუსიები.

ზემოთ ხსენებული დისციპლინების სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში მიგრაციის თემებზე მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალები უფლებამოსილები არიან მონაწილეობა მიიღონ. ყველა სტუდენტისთვის, ყოველგვარი საფასურის გარეშე, უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი, მგზავრობის ხარჯები დაიფარება პროექტების მიერ. მონაწილეობისთვის არაა დაწესებული საფასური. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ინფორმაცია.

საზაფხულო სკოლა ღიაა მხოლოდ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის. საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, შესაბამისად ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ აღწერილობას.

შევსებული აპლიკაცია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: summer-school@icmpd.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

საზაფხულო სკოლისთვის შერჩევის პროცედურა გაგრძელდება 2018 წლის 30 აპრილამდე. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წყარო: http://jobs.ge/168156/ 

ნახვების რაოდენობა : 2396

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge