სამოქალაქო აქტივიზმი და რეგიონული განვითარების ადვოკატირება

ქ. ბათუმში, 9-10 თებერვალს, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი და რეგიონული განვითარების ადვოკატირება“. FLEX პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია აჭარის რეგიონში მცხოვრები 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. იგი 2 დღის განმავლობაში გასტანს 8 საათს და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სამოქალაქო ჩართულობა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან
- როგორ დავგეგმოთ წარმატებული კომუნიკაციის/ადვოკატირების კამპანია
- განვითარებული დემოკრატიების წარმატებული მაგალითები: აშშ და დიდი ბრიტანეთი
- სამოქმედო გეგმის განვითარება და სათემო პროექტების დაგეგმარება
- ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები: მიმდინარე პროექტები, ინიციატივები, გაცვლითი პროგრამები
ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ფარნავაზ მეფის ქ. 33)
ტრენინგის დასრულების შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ადგილობრივი პოლიტიკის შექმნის პროცესზე, გაეცნობიან სამოქალაო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმებს და შეისწავლიან სათემის პროექტების განვითარების პრაქტიკულ ელემენტებს.
ტრენინგს გაუძღვებიან მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) კურდამთავრებულები, შორენა მეგრელიშვილი და ქეთევან ჩიტაშვილი და ა/ო "სიდას" PR/კომუნიკაციის მენეჯერი, ეთუნა ცოტნიაშვილი.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 6 თებერვალი.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით + 995 557 56 66 01
კომენტარი